Tuesday, May 21, 2013


ელექტროენერგიის ეკონომიურობა.
 ეკონომნათურების მარგი ქმედების კოეფიციენტი ძალზე მაღალია. იგი 5-ჯერ მეტია ვიდრე ვიდრე ჩვეულებრივი ვარვარების ნათურისა. 20 ვტ სიმძლავრის ეკონომ ნათურის განათება ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი 100 ვტ  ვარვარების ნათურისა.  ამ დამოკიდებულებიდან გამომდინარე ეკონომნათურა ახდენს ელექტროენერგიის 80% -იან ეკონომიას.
გამძლეობა.  ეკონომნათურები ჩვეულებრივ ნათურებთან შედარებით  5-15 -ჯერ უფრო მეტ ხანს მუშაობს. ეს არის ნათურის მუშაობა  დაახლოებით 5-დან  12 ათას საათამდე.  (ეს ჩვეულებრივ მითითებულია ნათურის ყუთზე). ამიტომ ეკონომნათურები გვემსახურება დიდხანს და ძალზე მოსახერხებელია მათი გამოყენება მაღალჭერიან ბინებში, ასევე რთული კონსტრუქციის ჭაღებში.
დაბალი თბოგადაცემა. ეკონომნათურები არ ცხელდება. ზოგიერთ ჭაღში და ღამის სანათურში საშიშია ჩვეულებრივი ნათურის გამოყენება მისი ძლიერ გაცხელების გამო, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს ხანძარსაშიშ სიტუაციამდე. ეს პრობლემა არ წარმოიქმნება ეკონომნათურების მოხმარებისას, რადგან ისინი არ ცხელდება.
ნათება.   ჩვეულებრივ ნათურებში სინათლეს გვაძლევს მხოლოდ ვოლფრამის ვარვარების ძაფი, მაშინ როდესაც ეკონომნათურა გამოასხივებს სინათლეს მთელი თავისი ფართობით. ამიტომ მისი შუქი არის რბილი და თანაბრად განაწილებული, მეტად სასიამოვნო და უკეთესად ვრცელდება შენობაში.
ნებისმიერი ფერის არჩევა. ლუმინოფორის ნებისმიერი ფერის არსებობის გამო შესაძლებელია ეკონომ ნათურის ნებისმიერი ფერის არჩევა.
________________________________________
ეკონომ ნათურების ნაკლოვანებები
________________________________________
1. არ შეიძლება მათი მინათება პირდაპირ, სჯობს პლაფონით ან გამანაწილებლით. ამ დროს თვალები ნაკლებად იძაბება.
2. არ შეიძლება ნათურის გატეხა შენობაში, ვინაიდან ის შეიცავს ვერცხლისწყალის ორთქლს. გატეხის შემთხვევაში სველი ტილოთი უნდა მოიწმინდოს ოთახი და აუცილებლად განიავდეს.
3.ბევრად მეტ ულტრაიისფერ სხივებს ასხივებს, ვიდრე ვარვარების ნათურა.
4.მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებს ასეთი ნათურის გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა, გაუჩნდეთ გამონაყარი, ეგზემა, ფსორიაზი და კანის სხვა დაავადებები.

No comments:

Post a Comment