ქ. თბილისის კერძო სკოლა ,,ლამპარი'
პროექტი თემაზე: ფარაონის ნათურიდან ეკონომნათურამდე
პროექტის შემსრულებელი: 10-1 კლასი
ხელმძღვანელი: ფიზიკის მასწავლებელი ნანა გაბუნია
პროექტი თემაზე: ფარაონის ნათურიდან ეკონომნათურამდე
პროექტის შემსრულებელი: 10-1 კლასი
ხელმძღვანელი: ფიზიკის მასწავლებელი ნანა გაბუნია
აქტუალობა: 2009 წლის სექტემბრიდან ევროპაში აიკრძალა 100 ვტ სიმძლავრის ნათურების გაყიდვა, 2010 წლიდან 75 ვტ, 2011 წლიდან - 60 ვტ, ხოლო 2012 წლიდან 40 და 25 ვტ ნათურები.
პროექტის მიზანი: გამოვიკვლიოთ რამდენად სასარგებლოა ეკონომნათურები. მოაქვს თუ არა ზიანი ადამიანის ჯანმრთელობისათვის ამ ნათურებით სარგებლობას.
ამოცანები:
ა) გავაანალიზოთ ინფორმაცია ეკონომნათურების რეკლამასტან დაკავშირებით;
ბ) ჩავატაროთ ექსპერიმენტი დახარჯული ელექტროენერგიის შესახებ ჩვეულებრივი და ეკონომნათურების გამოყენების შემთხვევაში;
გ) ჩატარებული გამოკვლევების შედეგად შევქმნათ ბუკლეტი მომხმარელებისათვის, რომელშიაც მითითებული იქნება თითოეული ტიპის ნათურას დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ.
აქტივობები:
ა) ანკეტირება;
ბ) ინფორმაციის მოპოვება;
გ) ექსპერიმენტი;
დ) შედარებითი ანალიზი;
ე) მასალის სისტემატიზაცია ბუკლეტების, პრეზენტაციების, სტენდისა და გამოფენის სახით.
პროექტის ტიპი: საინფორმაციო - კვლევის ელემენტებით;
პროექტის ფორმა: ჯგუფური;
პროექტში მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი;
კავშირი სხვა საგნებთან: ბიოლოგია, მათემატიკა, ეკოლოგია, ისტორია, მედიცინა.
კვლევის თემატიკა: ელექტრული განმუხტვა აირებში; ელექტრული ნათურების აგებულება.
შინაარსი:
1) შესავალი;
2) ,,ფარაონის ნათურა“- მითი თუ რელობა? (პრეზენტაცია);
3) ელექტრლი ნათურების შექმნის ისტორია; (პრეზენტაცია)
4) რა უნდა ვიცოდეთ ეკონომნათურების შესახებ (პრეზენტაცია);
5) კვლევა-ექსპერიმენტი;
6) სპეციალისტის აზრი;
7) გამოკითხვა-ანკეტირება;
8) გამოფენა სხვადასხვა სახის განათების წყაროების გამოყენებით (სანთელი, ნავთის ლამფა, ზეთის ლამფა, სხვადასხვა სახის ნათურები) - გიდის დახმარებით თითოეული განათების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
9) სტენდის მოწყობა - კედრლის პოსტერები;
10) ბლოგის შექმნა;
11) ლიტერატურა და მასალები ინტერნეტიდან;
12) დასკვნითი პრეზენტაციის ჩატარება.
No comments:
Post a Comment